საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დაცვის ხელშეწყობის, მათი ინტეგრაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სტატუსი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.

კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.

ამასთან აღსანიშნავია რომ, 2017 წლის 4 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა. მოცემულ სხდომაზე, კომისიის წევრებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

კომისია აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, რომელიც მონაწილეობას იღებს კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით. თანამშრომლობა ხორციელდება ჰუმანიტარული სამართლის პროგრამების ორგანიზებისა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში დაგეგმილი 2017 წლის ეროვნული შეჯიბრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: http://tcj.gov.ge/news/370/

2017-2018 წწ სამოქმედო გეგმა
Action Plan 2017-2018
 
კომისიის დებულება