იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფუნქციები ახლებურად ჩამოყალიბდა. მთავარ პროკურატურაში  კი ახალი გენერალური ინსპექცია შეიქმნა. იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია იუსტიციის მინისტრს, ხოლო მთავარი პროკურატურის გენინსპექცია მთავარ პროკურორს დაექვემდებარება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამოწმებს თუ რამდენად ეფექტურად არის დაცული კანონის მოთხოვნები საკუთრივ სამინისტროსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა, საკანონმდებლო მაცნე, დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, სმართ ლოჯიქი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი) თანამშრომლების მხრიდან - მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.  ასევე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლს, ამოწმებს კერძო აღმასრულებლებისა და ნოტარიუსების საქმიანობის კანონთან შესაბამისობას, ახდენს სამინისტროსა და სსიპ-ებში საფინანსო სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას (საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლს). ამასთან, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია იძიებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების (გარდა პროკურატურის მუშაკისა) მიერ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, განმარტების, ჩვენების და დასკვნის მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი გულგრილობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება).

რაც შეეხება მთავარ პროკურატურაში ახლად შექმნილ გენინსპექციას, ის განახორცილებს ყველა ზემოჩამოთვლილ საქმიანობას პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ.

როგორ დავუკავშირდეთ გენერალურ ინსპექციას:
  • განცხადების/საჩივრის იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში შეტანა
  • გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზზე შეტყობინების დატოვება
  • იუსტიციის სამიისტროს ვებგვერდიდან გენერალურ ინსპექციის ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა
მისამართი გორგალის 24 ა
გენერალურ ინსპექციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 40 55 99
გენერალური ინსპექციის ელექტრონული მისამართი:
უსაფრთხოების კოდი