მერაბ ახობაძის ქონებას ყადაღა დაადეს

თარიღი: 04 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა, თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაადო საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ახობაძის ქონებას და საბანკო ანგარიშებს.
სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტეფანე თუმანიშვილის ინფორმაციით, ყადაღა დაედო თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ახობაძის კუთვნილ ბინას, ავტომანქანა „შკოდას" და მერაბ ახობაძისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სხვადასხვა ბანკში, რომლის საერთო რაოდენობა 83 ათასამდე აშშ დოლარს შეადგენს.
ახობაძის ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თბილისის საოლქო სასამართლომ თბილისის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გამოიტანა.