თბილისის №1 საპყრობილეში „წითელას" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

თარიღი: 10 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში „წითელას" ვირუსის წინააღმდეგ 10 მარტს პატიმრებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მთავარი ეპიდემიოლოგის კონსტანტინე ტურაშვილის ინფორმაციით, 1000 ვაქცინა იუსტიციის სამინისტროს უფასოდ გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა.
ვაქცინაცია იმ პატიმრებს ჩაუტარდათ, რომელთაც ეს პროცედურა 2004 წელს არ გაუვლიათ. ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც თბილისის №1 საპყრობილეში „წითელას" რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.