იუსტიციის მინისტრის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში

თარიღი: 10 მარტი 2005

იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი ვენეციაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 11-12 მარტს დაგეგმილ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის 26-ე პლენარულ სხდომაში.

განსახილველ საკითხთა შორის არის საქართველოში სასამართლო რეფორმა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი; კონსტიტუციური მდგომარეობა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილება ბოსნია და ჰერცეგოვინაში; მედიის თავისუფლება იტალიაში.
კონსტანტინე ვარძელაშვილი მოახსენებს ვენეციის კომისიას მათი დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდგომ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების შესახებ. ვენეციის კომისია ასევე მიიღებს დასკვნას საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო პროექტის შესახებ.
ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელსაც ამ კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობდა, საქართველოში 2005 წლის იანვრის ბოლოს იმყოფებოდა.