პრობაციის სისტემაში რეფორმის ახალი პროექტი ამუშავდა

თარიღი: 10 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტში ევროკომისიის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტის დაწყების თაობაზე დღეს იუსტიციის სამინისტროში პრესკონფერცია გამართეს იუსტიციის სამინისტოროს. ევროკომისიისა და ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენლებმა.
ევროკომისიის ახალი, 6-თვიანი პროექტის, ე.წ. „სწრაფი რეაგირების მექანიზმის" ფინანსური მხარდაჭერით „ციხის საერთაშორისო რეფორმა" ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს პრობაციის (არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების) სისტემას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ტყეშელაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „ჩვენი მიმართულებაა, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს გამო გამოყენებული პატიმრობა. საამისოდ მნიშვნელოვანია იმ სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულება, რომელითაც მსჯავრდებულებს არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდათ".
იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე პროექტის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ის ნაწილი, რომლითაც გათვალიწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტის ურთიერთობის გაღრმავება საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან და პრობაციის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება. ამ ასოციაციის წევრები არიან - დიდი ბრინატეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიტვის, შვეციის, შვეიცარიის, ბელგიის, დანიის, ესპანეთის, ფინეთის, ირნალდიის, იტალიის, ნორვეგიის და ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების პრობაციის სამსახურები.
პროექტი ითვალისწინებს ერთ და ხუთწლიანი განვითარების გეგმების შემუშავებას, როგორც დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ, სადაც მიმოხილული იქნება პრობაციის დეპარტამენტის რეფორმის განხორციელების სტადიები.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის განახლება. შესაბამისი პროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პრობაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების (მაგ.: ჩეხეთი, რუმინეთი, უნგრეთი) შესაბამისი სამსახურების მუშაობას.
აღნიშნული სისტემის თანამშრომელთათვის პროექტის ფარგლებში ექვსი სემინარი ჩატარდება, რომელიც პრობაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას მიეძღვნება.
ამდენივე სემინარი ჩატარდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაში პრობაციის დეპარტამენტის როლის წარმოჩენას. სემინარში მონაწილენი მოამზადებენ წინადადებებს TACIS-ის პროგრამის ფარგლებში პრობაციის სისტემაში სამომავლო, 1 მლნ. ევროს მოცულობის პროექტის განსახორციელებლად.
პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები პენიტენციალური სისტემის მაღალჩინოსნებსა და პრობაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის, სადაც განიხილება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმის განხორციელების სტრატეგია და შემუშავდება მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები.
ამავე პროექტით დაგეგმილია დეპარტამენტისათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და თანამშრომლებისათვის კომპიუტერის შემსწავლელი კურსების ჩატარება. დეპარტამენტში უნდა მოხდეს საქმის წარმოების კომპიუტერიზაცია და პრობაციის სამსახურის საერთო ქსელით დაკავშირება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონალურ ბიუროებთან სწრაფ დაკავშირებას და ინფორმაციის გაცვლას.
პროექტი ითვალისწინებს პრობაციონერთათვის 4000-7000 ბროშურის დაბეჭდვას, სადაც განმარტებული იქნება მათი უფლება-მოვალეობები. ამ ბროშურებს პრობაციონერებს სასამართლოში, განაჩენის გამოტანის შემდეგ გადასცემენ.