იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სემინარს გამართავს

თარიღი: 11 მარტი 2005

12 მარტს 10.30 საათზე, თბილისში სასტუმრო „ილიანაში" იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით და GTZ (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის ორდღიანი სემინარი გაიხსნება.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის სულხან გამყრელიძის თქმით, სემინარზე განიხილება შემდეგი თემები: ნორმატიული აქტების იერარქია, ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობა; კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, ადგილობრივი გადასახადები.