იუსტიციის ოფიცერი საპყრობილეში ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის ფაქტზე დაააკავეს

თარიღი: 13 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის №1 საპყრობილეში ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის ფაქტზე დააკავეს ამავე საპყრობილის თანამშრომელი, იუსტიციის კაპიტანი გიორგი აზნაურიშვილი. მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა პოლიეთილენის ორ პარკში ჩადებული, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მობილური ტელეფონის სამუხტში იყო დამალული.
როგორც ექსპერტიზით გაირკვა, ერთ პარკში ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი", ხოლო მეორეში - "ჰეროინი" იყო მოთავსებული.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს პროკურატურა. აზნაურიშვილი გადაყვანილია თბილისის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში.