საპყრობილეში ნარკოტიკის შეგზავნის მცდელობა აღკვეთეს

თარიღი: 14 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის №1 საპყრობილის საამანათო განყოფილებაში დააკავეს 27 წლის ვალერი ქარჩავა. ამის საფუძველი მის მიერ საპყრობილეში, პატიმარ ბ. შ-ძისთვის მიტანილ ამანათში აღმოჩენილი 0, 355 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი" გახდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის სამსახური.