იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტონეთში გაემგზავრა

თარიღი: 15 მარტი 2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ამ ქვეყნის პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად გაემგზავრა.
ეს ვიზიტი ევროკომისიის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება. იუსტიციის სამინისტროს ათკაციან დელეგაციას ხელმძღვალეობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტყეშელაშვილი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე, მისი მოადგილე გოჩა გიგინეიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსი მაია ხასია, ქუთაისის №2 საპყრობილის დირექტორი შოთა ტორაძე, რუსთავის №1 დაწესებულების დირექტორი ნიკა კვანტალიანი და სხვები.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ესტონეთის იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც, ქართული მოდელის მსგავსად, ექვემდებარება პენიტენციარული სისტემა. ესტონელი კოლეგები ქართველებს ესტონეთის სასჯელაღსრულების სისტემას გააცნობენ. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ ტარტუს, მურუსა და პიარნუს საპყრობილეებს.
„სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის" პროექტის კოორდინატორის სიმონ პაპუაშვილის განცხადებით, დელეგაციის ესტონეთში გამგზავრება გადაწყდა იმ მიზეზი გამო, რომ ამ ქვეყნის პენიტენციარული სისტემაში რამდენიმე წლის წინათ არსებული მდგომაროება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს არსებული პრობლემების მსგავსი იყო. ვიზიტი 22 მარტს დასრულდება.