იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა ასლან აბაშიძისა და მისი გარემოცვის ქონება სახელმწიფოს გადასცა

თარიღი: 15 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა, აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს გადასცა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძისა და მისი ნათესავების ქონება, რომელიც 6 თვის წინათ დააყადაღა.
სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტეფანე თუმანიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გადაეცა ასლან აბაშიძის ბინა, რომელიც მდებარეობს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ასევე, „დიდი ბანკი", რომლის ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფოს კუთვნილება გახდა ასლან აბაშიძის ქალიშვილის დიანა აბაშიძის საცხოვრებელი ბინა და არასაცხოვრებელი ფართი ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზე.
აჭარის ყოფილი ლიდერის ვაჟის, გიორგი აბაშიძის 4 საცხოვრებელი ბინა ბათუმში და 3 ავტომანქანა.
გარდა ამისა, ასლან აბაშიძის ნათესავ იოსებ გოგიტიძეს ჩამოერთვა 6 საცხოვრებელი ბინა ბათუმში, ქობულეთის წისქვილკომბინატი, ბინა ქობულეთში, ბენზინგასამართი სადგურზე მდინარე ჩოლოქთან.
უძრავი და მოძრავი ქონება ჩამოერთვათ ასლან აბაშიძის სხვა ნათესავებს და მისი გარემოცვის წევრებს. სტეფანე თუმანიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს აბაშიძისა და მისი ნათესავების კუთვნილი 80-მდე დასახელების ობიექტი გადაეცა.