იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული ორგანოები, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ

თარიღი: 15 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ფორჩხიძის განკარგულებით, სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები, პენსიონერებსა და აბიტურიენტებს გამარტივებული წესით ემსახურებიან.
ამავე განკარგულებით, ტერიტორიული ორგანოები შაბათობით დამატებით იმუშავებენ, რათა ყველა აბიტურიენტმა მოასწროს პირადობის მოწმობის აღება 1 აპრილამდე.