იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ავსტრიულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სასერტიფიკატო სწავლებას იწყებს

თარიღი: 16 მარტი 2005

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და რამდენიმე ავსტრიულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, წლეულს გაზაფხულზე დაგეგმილია სასერტიფიკატო სწავლება სხვადასხვა სფეროში. პირველი ტრენინგი სახელწოდებით „ეკონომიკა და ადმინისტრირება" იუსტიციის სამინისტროს შენობაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დარბაზში, 19 მარტს დაიწყება და 23 აპრილამდე გასტანს. სწავლებას წარმართავენ ავსტრიის ინსტიტუტის „Hans - Sachs-institute / School of advanced Studies" ექსპერტები - დოქტორი მაქს ფიოდინგერი, დოქტორი მარტინ შტიგერი და მაგისტრი ჰერბერტ შლაიერი.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის სულხან გამყრელიძის ინფორმაციით, სასწავლო ცენტრი, ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობით, მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს.