ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით ორი საკითხი განიხილეს

თარიღი: 16 მარტი 2005

იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა დაასრულა ვენეციაში ვიზიტი, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის 62-ე პლენარულ სხდომაში.
ვენეციის კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ორი საქართველოსთან იყო დაკავშირებული - სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში და საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებები.
საქართველოს პრეზიდენეტის ბრძნებულებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელძღვანელობს. კომისიის მიზანია შეიმუშაოს კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შეორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპებს. ვარძელაშვილმა პლენარულ სხდომაზე, თავის მოხსენებაში, კომისიის მუშაობის ძირითად მიმართულებებსა, ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის მოდელსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ამასთანავე, პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღინიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით ახლო მომავალში მომზადდება დეტალური კონცეფცია, რომელიც ვენეციის კომისიას დასკვნისათვის გადაეგზავნება.
საქართველოს ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 2004 წლის დეკემბრის რეკომენდაციები გაითვალისწინა და პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლიელებების შესწორებული პროექტი წარადგინა. კომისიის სხდომის მსვლელობისას განხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი, მოსამართლეთა იმუნიტეტისა და უფლებამოსილების ვადის საკითხები.