იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, ავსტრიულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სასერტიფიკატო სწავლება დაიწყო

თარიღი: 19 მარტი 2005

იუსტიციის სასწავლო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში დღეს დაიწყო 5-კვირიანი ტრენინგი სახელწოდებით „ეკონომიკა და ადმინისტრირება", რომელსაც სასწავლო ცენტრი ავსტრიის ინსტიტუტ „Hans - Sachs-institute / School of advanced Studies" -თან თანამშრომლობით მართავს.

ეს ტრენინგი პირველია იმ სწავლებებს შორის, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ავსტრიულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ჩაატარებს. სწავლების დასრულების შემდეგ მასში მონაწილეონი გამოცდას ჩააბარებენ და ავსტრიის ინსტიტუტის მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის სულხან გამყრელიძის ინფორმაციით, სწავლებას წარმართავენ ავსტრიის ინსტიტუტ „Hans - Sachs-institute / School of advanced Studies"-ის ექსპერტები - დოქტორი მაქს ფიოდინგერი, დოქტორი მარტინ შტიგერი და მაგისტრი ჰერბერტ შლაიერი. მასში მონაწილეობენ როგორ საჯარო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები. ავსტრიულ მხარესთან ერთად ახლო მოამავალში ორი სხვა ტრენინგიც არის დაგეგმილი.