საპასპორტო სისტემაში მუშაობის მსურველთა ტესტირება გრძელდება

თარიღი: 19 მარტი 2005

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფიზიკისა და ქიმიის აუდიტორიებში დღეს განახლდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში (საპასპორტო სისტემაში) გამოცხადებული კონკურსის ტესტირება, რომელშიც დაახლოებით 1200 კონკურსანტი მონაწილეობს.
ამდენივე კონკურსანტი ტესტირებას 20 მარტს გაივლის.
ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად 7-დან 22 თებერვლამდე იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია 3800-მდე მოქალაქემ გაიარა, რომელთა ნაწილი სახელმწიფოს რეესტრის სისტემაში ამჯამადაც მუშაობს. 13 მარტს ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა 1000-მდე კონკურსანტმა მიიღო.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით, კონკურსანტებმა 100 კითხვიდან 75 სწორი პასუხი უნდა გასცენ, რაც დადებით ქულად ითვლება, თუმცა გამსვლელი ქულა, რაიონების მიხედვითაც დაითვლება. თითოეულ რაიონში შერჩეული იქნება იმაზე ორჯერ მეტი კონკურსანტი, რაც ამ რაიონის საშტატო განრიგს შეადგენს. მეორე ეტაპზე გასული კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან, რის შემდეგაც თანამდებობზე დაინიშნებიან.