საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი სამართლებრივ საკითხებზე დისკუსიებს აგრძელებს

თარიღი: 20 მარტი 2005

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ფინანსური მხარდაჭერით, იურისტთა არაფორმალური სადისკუსიო ფორუმის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
კვირას, 20 მარტს გამართული შეხვედრის თემა იყო საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის პროცესში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს, იუსიტიციის სასწავლო ცენტრის, იუსტიციის საბჭოს, პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ადვოკატები.