ჰოლანდიელი ექსპერტები ქართველ პრობაციის ოფიცრებს გამოცდილებას გაუზიარებენ

თარიღი: 21 მარტი 2005

22-23 მარტს თბილისში სასტუმრო „ძველ თბილისში" იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის რეგიონული ბიუროების უფროსებისათვის სემინარი გაიმართება.
სპეციალურად ამ სემინარში მონაწილეობის მისაღებად ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ ტრენერები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
აღნიშნული სემინარი ტარდება ევროკომისიის 6-თვიანი პროექტის „ციხის საერთაშორისო რეფორმის" ფინანსური მხარდაჭერით.