მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ნარკოტიკის შეგზავნის მცდელობა აღიკვეთა

თარიღი: 21 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, პოლიციელებთან ერთად, დააკავეს 21 წლის მურთაზ ჩ.-იანი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას მომწვანო-მოყავისფრო ბალახოვანი ნივთიერება და თეთრი ფერის აბი აღმოაჩნდა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებულისაგან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები - „მარიხუანა" და „სუბოტექსი".
ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.