თბილისის №1 საპყრობილეში „ფენობარბიტალის" შეგზავნის მცდელობა აღკვეთეს

თარიღი: 25 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერება „ფენობარბიტალის" შეგზავნის მცდელობის ფაქტზე საპყრობილის თანამშრომლებმა მოქალაქე ვასილ ო.-შვილი დააკავეს.
მოკვლეული მასალებით ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილმა ამანათი, სადაც „ფენობარბიტალი" აღმოჩნდა, საპყრობილეში მამას, იოსებ ო.-შვილს მიუტანა.
„ფენობარბიტალი", რომლის წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 3.1 გრამს შეადგენს, დამალული იყო ამანათში ჩადებულ მაიონეზის სალათში. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური.