თბილისის №1 საპყრობილეში ნარკოტიკების შეგზავნის ორი მცდელობა აღკვეთეს

თარიღი: 29 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის №1 საპყრობილის საამანათო განყოფილებაში საპატიმროში ნარკოტიკების შეგზავნის ორი ფაქტი აღკვეთეს.
დაკავებულია 20 წლის ლაშა შ.-ძე, რომლის მიერ საამანათო განყოფილებაში მიტანილ ამანათში ჩადებულ ოთახის ჩუსტში აღმოაჩინეს თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი".
მეორე შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერება შარვალში იპოვნეს ჩაკერებული. ამანათი, რომელშიც შარვალი იდო, საპყრობილეში 18 წლის გოგიტა თ.-ძემ მიიტანა.
ამოღებული ნივთიერებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება ნარკოტიკული ნივთიერების ზუსტი რაოდენობა და ტიპი.