თბილისის №1 საპყრობილეში მოულოდნელი ჩხრეკა ჩატარდა

თარიღი: 29 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში უსაფრთხოების სამსახურისა და სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა მოულოდნელი ჩხრეკა ჩაატარეს.
ღონისძიების შედეგად ამოღებულია: მობილური ტელეფონის 10 ცალი აპარატი, 22 ცალი დამტენი, ბანქოს 25 დასტა, 3 ცალი ჩაქუჩი, 12 ცალი ჩანგალი, 12 ცალი სახრახნისი, 16 ცალი დანა, 14 ცალი მაკრატელი, 8 ცალი შტირი, 47 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი "ბრაგა", 4 ცალი ბრტყელტუჩა, 30 ცალი ერთჯერადი შპრიცი.