საქართველოს ნოტარიატის პალატას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თარიღი: 29 მარტი 2005

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით ნოტარიუსთა პალატის ახალ თავმჯდომარედ ნოტარიუსი ნინო ხოფერია აირჩიეს. ნოტარიუსებს ხოფერიას კანდიდატურა იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ შესთავაზა.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით ოყროშიძემ, წლეულს თებერვალში, თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.