თბილისის №1 საპყრობილეში მორიგი ჩხრეკა ჩატარდა

თარიღი: 31 მარტი 2005

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისის №1 საპყრობილის რამდენიმე კორპუსში მოულოდნელი ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც სხვადასხვა სახის აკრძალული ნივთები ამოიღეს.
ჩხრეკა დილის 10.00 საათზე დაიწყო და სამ საათს გასტანა. ღონისძიების შედეგად საპყრობილიდან ამოღებულია: 5 ცალი მობილური ტელეფონი, ელექტრო ბურღი, 3 ცალი ჩაქუჩი, 12 ცალი სახრახნისი, 22 ბანკოს დასტა, 8 ცალი ჩანგალი, 26 ცალი ერთჯერადი შპრიცი, 12 ცალი დანა, 6 ცალი შტირი, 27 ცალი მობილურის სამუხტი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და თბილისის №1 საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურები.