იუსტიციის სამინისტროში ტენდერი რამდენიმე მიმართულებით ჩაიშალა

თარიღი: 01 აპრილი 2005

„იუსტიციის სამინისტრო არ შეეგუება იმ ვითარებას, როდესაც სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეები, წლების მანძილზე დამკვიდრებული მანკიერი სქემებით, ცდილობენ ტენდერში გამარჯვებას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე ტენდერი გამართა, რომლის მრავალი მიმართულება წარმატებულად ჩატარდა, თუმცა ზოგიერთი ლოტი ჩაშლილად გამოაცხადა.
„ისეთ სერიოზულ სატენდერო განაცხადზე, როგორიც საწვავის შეძენაა, სამინისტროს სატენდერო კომისიაში მხოლოდ ერთი განცხადება შემოვიდა. როგორც ჩანს, კომპანიებს შორის ხდება „გარჩევები", რის შემდეგაც მათგან მხოლოდ ერთი მათგანი მონაწილეობს ტენდერში. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე საგანბგებო მსჯელობის საგანი გახდება", - აღნიშნა კემულარიამ.
მისივე თქმით, საწვავის შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიის პროდუქციას დაბალხარისხიანი იყო და ამის გამო ტენდერი ჩაიშალა.
ასეთივე ბედი ეწია ავტოტექმომსახურებასთან დაკავშირებულ ტენდერსაც.
„მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, კეთილსინდისიერი გზით მიიღონ მონაწილეობა ხელახალ ტენდერში, სადაც კონკურენტულ გარემოში გამოვლინდება გამარჯვებული", - აღნიშნა კონსტანტინე კემულარიამ.