იუსტიციის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა

თარიღი: 07 აპრილი 2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ხელახლალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც საწვავის, ავტოტექმომსახურებისა და სასჯელაღსრულების ზოგიერთი დაწესებულებისათვის პურის შესყიდვას ეხება.
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე იუსტიციის სამინისტროში ტენდერი გასულ კვირას გაიმართა, რომლის მრავალი მიმართულება წარმატებულად ჩატარდა, თუმცა ზოგიერთი ლოტი ჩაშლილად გამოაცხადა.
ტენდერის ზემოთდასახელებული მიმართულებების ჩაშლის მიზეზი შეთავაზებული პროდუქციისა და მომსახარების დაბალი ხარისხი გახდა. გარდა ამისა, საწვავის შეძენასთან დაკავშირებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და, შესაბამისად, დარღვეული იყო კონკურენციის პრინციპი.
ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.