მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ჩხრეკა ჩატარდა

თარიღი: 08 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, დღეს ჩხრეკა ჩატარდა.
იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სამკურნალო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა 10.00 საათზე დაიწყეს. შედეგად, აღმოაჩინეს სამი ცალი მობილური ტელეფონი, 12 ცალი მობილური ტელეფონის სამუხტი, 15 ცალი ბანქოს დასტა, 6 ცალი ელექტროდი, 7 ცალი დანა, 1 ცალი ხერხი 2 ცალი სადგისი, 4 ცალი ქლიბი.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ამჯამად 269 პატიმარი იმყოფება.