ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ეცნობა

თარიღი: 11 აპრილი 2005

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დელელაციის წევრები დღეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილესა და ქალთა საპყრობილეში იმყოფებოდნენ.
დელეგაციას ხელმძღვანელობს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს გენერალური მდივანი მორტენ რუუდი, ხოლო მის შემდგენლობაში შედიან ამავე სამინისტროს გენერალური დირექტორი კარინ ბუგე, მრჩეველი სისელ ვილსგარდი და ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში შტეინარ გილი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტყეშელაშვილის განცხადებით, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში პირველად იმყოფება, რაც საფუძველი გახდება ორ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობისა. ვიზიტის მიზანი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გეგმების დასახვაა. ტყეშელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნორვეგიის მხარე საქართველოს გაუწევს როგორც სამართლებრივ, ასევე მატერიალურ დახმარებას.
თბილისის №1 საპყრობილეში ვიზიტის შემდეგ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ საპყრობილეში მძიმე მდგომარეობაა, რომლის მოგვარება მხოლოდ ახალი საპყრობილის ამოქმედებით იქნება შესაძლებელი.
მორტენ რუუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნორვეგიის სასჯელაღსრულების სისტემასთან ქართული პენიტენციარული სისტემის შედარება უსამართლობა იქნებოდან, ვინაიდან ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომაროება რადიკალურად განსხვავდება, თუმცა იგრძნობა ქართული მხარის მზადყოფნა, მოახდინოს სისტემის რეფორმირება. დელეგციის ხელმძღვანელის თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტს ნორვეგიის ხელისუფლება გადაწყვეტს, რა გზებით დაეხმაროს ქართულ მხარეს.