იუსტიციის სამინისტოს ჩემპიონი მინიფეხბურთში სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის გუნდი გახდა

თარიღი: 11 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებით, იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებს შორის მინიფეხბურთში ვლადიმერ გუცაევის სახელობის შიდატურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა 9 გუნდი, რომელთა შორის ფინალში გავიდნენ იუსტიციის სამინისტროს სამართებლივი ექსპერტიზისა და სააღსრულებლო დეპარტამენტის გუნდები.
ფიზკულტურის ინსტიტუტის მინიფეხბურთის მოედანზე გამართულ საფინალო მატჩში, ანგარიშით 2:0 გამარჯვება მოიპოვა სამართებლივი ექსპერტიზის გუნდმა.
ტურნირში გამარჯვებულს, საკუთარი სახელობის გარდამავალი თასი გადასცა ვეტერანმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა. საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჩემპიონი გუნდის თავდამსხმელმა ზაზა ფხაკაძემ მიიღო. სამახსოვრო პრიზები და დიპლომები გადაეცათ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს, ყველაზე დისციპლინირებულ გუნდს და ა.შ.
იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, მინიფეხბურთის ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და იგი ყოველწლიურად ჩატარდება.