კონსტანტინე კემულარია იუსტიციის სამინისტროს აჭარის რეგიონული სამსახურების მუშაობას გაეცნო

თარიღი: 12 აპრილი 2005

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია იუსტიციის სამინისტროს აჭარის რეგიონული სამსახურების მუშაობის გასაცნობად დღეს ბათუმს ეწვია.
იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს, მოინახულა აჭარის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური და ამ სამსახურის მშენებარე ოფისი, სააღსრულებო ბიურო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური, აჭარის იუსტიციის დეპარტამენტი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის №2 საპყრობილე.
კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, „აჭარაში უნდა გაძლიერდეს რეგიონული სამსახურები და ჩამოყალიბდეს ძლიერ სტრუქტურად".