პატიმართან პაემანზე მისულს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა

თარიღი: 12 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყობილეში დააკავეს ხაშურელი, 24 წლის გიორგი ლ.-ძე, რომელიც ერთ-ერთი მსჯავრდებულთან პაემანზე შედიოდა. დაავებულს ჩხრეკისას პირის ღრუში აღმოუჩინეს ქაღალდში გახვეული მოთეთრო - მოყვითალო ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოკვლევა მიმდინარეობს. აღმოჩენილი ნივთიერება ექსპერტიზაზე გაიგზავნა.