იუსტიციის მინისტრი თურქეთს გაემგზავრა

თარიღი: 13 აპრილი 2005

იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია დღეს თურქეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც შეხვედრებს გამართავს თურქეთის იუსტიციის მინისტრ ჯემილ ჩიჩექთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მუსტაფა ბუმინთან, მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომაროს მოვალეობის შემსრულებელ ჯელალ ალთუნქაინაქთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოსმან არსლანთან, თურქეთის რესპუბლიკის პროკურორ ნური ოქთან და სხვებთან.
ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა. ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე კემულარის ათათურქის მავზოლეუმს და იუსტიციის სასახლეს დაათვალიერებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი თურქეთში 15 აპრილს დასრულდება.