მარნეულში საპასპორტო სამსახურის ორი დამატებითი პუნქტი გაიხსნა

თარიღი: 14 აპრილი 2005

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მარნეულში საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ორი დამატებითი პუნქტი გაიხსნა, სადაც თანამშრომლები თბილისიდან არიან მივნილებულნი.
მარნეულის საპასპორტო სამსახური ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობასაც ემსახურება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება საქართველოს მოქალაქის პასპორტზე ამ რაიონებში 2005 წლის 1 მარტიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე პირადობის მოწმობებით გადასვლა აკრძალა.
მარნეულის საპასპორტო სამსახურის მუშაობას ადგილზე გაეცნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ფორჩხიძე.
„წლების მანძილზე ქვემო ქართლის რეგიონი ყველაზე ნაკლებად იყო პასპორტიზებული, ამის გამო 1 მარტიდან აქ ფორს-მაჟორულ რიტმში გვიწევს მუშაობა. მარნეულის საპასპორტო სამსახურიდან ყოველდღიურად 400-მდე დოკუმენტი გაიცემა", - აღნიშნა ვარძელაშვილმა.