პანსიონატ „სავანეს" მაცხოვრებლებს პირადობის მოწმობები დაურიგდათ

თარიღი: 16 აპრილი 2005

იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ფორჩხიძე თემქის დასახლებაში მდებარე მოხუცებულთა პანსიონატ „სავანეს" ეწვივნენ, სადაც ნაძალადევის რაიონის საპასპორტო სამსახურის თანამშრომლები უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოხუცებულებს ადგილზე ემსახურებოდნენ.
აღნიშნული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პანსიონატის ხელმძღვანელობამ, იუსტიციის სამინისტროს, პენსიონერებისათვის პირადობის მოწმობების გაცემის თხოვნით მიმართა.
ირაკლი ფორჩხიძის ინფორმაციით პირადობის მოწმობა გაიცა 28 პენსიონერზე, როლებიც აქამდე საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტებით სარგებლობდნენ. ამ გულისხმიერების ჟესტით მოხუცები მადლიერები დარჩნენ.
კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადებით, პენსიონერთა უმეტესობას კვლავაც საბჭოთა კავშირის პასპორტები აქვთ, ამიტომ მათი მოქმედების ვადა 1 მაისიდან, 1 ივლისამდე გახანგძლივდა.