იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მდივანს შეხვდა

თარიღი: 16 აპრილი 2005

16 აპრილს იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ მიიღო ევროპის საბჭოს განერალური მდივანი ტერი დევისი.
კოტე კემულარიას განცხადებით, შეხვედრაზე მთავარ თემას წარმოადგენდა კონფლიქტის ზონებში მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაწყვეტა. „ევროპის საბჭოს როლი ამ პროცესში ყოველდღიურად იზრდება, რაც ამ საკითხების მშვიდობიანად მოგვარების საშუალებას იძლევა," _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, "ვენეციის კომისიის დახმარებით მალე გამოქვეყნდება კონცეფციის ის ძირითადი მიმართულებები, რაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ეხება".
ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა გაამახვილა ყურადღება იუსტიციის სამინისტროს მისიაზე კონფლიქტების სამართებლივი გზით მოგვარებაში. ტერი დევისი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიის მინიჭების მომხრეა.
დევისის განცხადებით, "ევროსაბჭო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".
აგრეთვე შეხვედრაზე განიხილეს სასამრთლო რეფორმის მიმდინარეობა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა.