სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მიღებაზე ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა

თარიღი: 13 იანვარი 2010

მოქალაქეებს ამიერიდან შესაძლებლობა აქვთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში (განცხადების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ) მიიღონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.).

მოქალაქეთა მომსახურების გამარტივება "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. სიახლეებთან დაკავშირეებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღესც პრესკონფერენცია გამართა.

"ახალ, 2010 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო სიახლეებით  იწყებს, რომელიც, როგორც ყოველთვის, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზეა ორინტირებული. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მიღებაზე ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა", - განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ადრე მოქმედი წესის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად მოქალაქეს უნდა მიემართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის ან არქივისათვის, სადაც ინახებოდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.