ქორწინების რეგისტრაცია უფასო გახდა

თარიღი: 14 იანვარი 2010

ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება უფასო გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენცია გამართა.

"სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე იყო ორინტირებული.


"ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი
- 9 ლარი. დღეისათვის ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა უფასოა" - განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.


თუ წყვილს ქორწინების რეგისტრაცია სურს სარიტუალო მომსახურებით, საფასურები შემდეგია:
ქორწინების სახლებში: შაბათ-კვირას - 150 ლარი, სხვა დღეებში - 90 ლარი;
სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში - 50 ლარი;
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ - 170 ლარი.


აღსანიშნავია, რომ დაქორწინების მსურველებს სამოქალაქო რეესტრის მომსახურება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ სიღნაღის ქორწინების სახლში. წყვილებს ემსახურება, აგრეთვე, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე, ახალი დიზაინით მოწყობილი ქორწინების სახლი; ქორწინების სახლი "კონკა"; ასევე სხვადასხვა რეგიონში მდებარე ქორწინების დარბაზები.