სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დროებითი პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს

თარიღი: 15 იანვარი 2010

საქართველოს საარჩევნო კედექსში შეტანილი ცვლილებისა და დამატებების, კერძოდ, მისი 12915 მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დროებითი პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.

დროებითი პირადობის მოწმობები გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნაცვლად იმ პირებზე, ვინც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე შეიცვლიან საცხოვრებელ ადგილს და რეგისტრაციას გაივლიან ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "დროებით პირადობის მოწმობას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ჩვეულებრივ პირადობის მოწმობას, გარდა ერთი გამონაკლისისა - ის არ გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის. ანუ, ვინც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე ახალი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით გაივლის რეგისტრაციას და მიიღებს დროებით პირადობის მოწმობას - 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილობას მიიღებენ იმ მისამართის მიხედვით, სადაც 2010 წლის 15 იანვრამდე იყვნენ რეგისტრირებული."

დროებითი პირადობის მოწმობები ჩვეულებრივი - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებით 2010 წლის 1 ივნისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე შეიცვლება.