საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა

თარიღი: 15 იანვარი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაწილეობით, 2010 წლის 15 იანვარს, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის საჯარო განხილვა. შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის "საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა" (GEPAC) ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ლეჟავა უძღვებოდა.

ვახტანგ ლეჟავამ წარადგინა არსებული სტრატეგია და ისაუბრა შემდეგ თემებზე: ანტიკორუფციული საბჭოს როლი და ანტიკორუფციული სტრატეგიის დაგეგმვის პროცესი, თანამშრომლობის ფორმები სტრატეგიაზე მუშაობისას და სხვ. საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს არსებულ სტრატეგიასა და მასთან დაკავშირებულ თემებზე დისკუსიებში. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ რეკომენდაციების წარმოსადგენი სპეციალური ფორმები, რაც მომავალში განიხილება ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებისას.