თბილისის პროკურატურამ თაღლითი დააკავა

თარიღი: 27 იანვარი 2010

ქალაქ თბილისის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა მოქლაქე ნანა მომცელიძე. გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ნანა მომცელიძის ბრალეულობა მოქალაქეთა თაღლითურად, მოტყუებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტებში და იგი მიცემულ იქნა ბრალებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დანაშაულის თვითოეული ეპიზოდისათვის) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატომრობა ორი თვის ვადით.
 
ნანა მომცელიძე სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით 2009 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში დაუკავშირდა ათამდე მოქალაქეს და დაარწმუნა ისინი, რომ ჰყავდა გავლენიანი მეგობარი პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის აპარატის უფროსი, რომლის მეშვეობით თვითოეული პირისთვის შეძლებდა სხვადასხვა დანიშნულების მრავალ მილიონიანი გრანტების გამოყოფას (მათ შორის კავშირგაბმულობის, სამშენებლო და აგრარულ სფეროში), სანაცვლოდ კი ამ მოქალაქეებისგან მოითხოვა და წინასწარ მიიღო დიდი ოდენობით თანხები, რამაც ჯამში შეადგინა 75 ათასი ლარი და 35 ათასი აშშ დოლარი.

ნანა მომცელიძე თაღლითობისთვის, გამოძალვისთვის და ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი.
 
 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნანა მომცელიძეს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით.