ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესს გაეცნენ

თარიღი: 15 თებერვალი 2010

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ბაკურიანში, სასტუმრო „ვერე პალასში“   ნოტარიუსებისთვის შეხვედრა-სემინარი გამართა.  სემინარში, პირველ ეტაპზე  50-მდე ნოტარიუსი მონაწილეობდა.

შეხვედრის თემა იყო სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის ახალი პროექტი.

„ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ საჭირო გახდა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ შეიმუშავა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის ახალი პროექტი, რომელიც სემინარზე განიხილეს. ნოტარიუსთა მიერ შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები პროექტის საბოლოო  ვარიანტის ჩამოყალიბებისას იქნება გათვალისწინებული.

სემინარის მეორე ეტაპი 20 თებერვალს ჩატარდება.