იუსტიციის სამინისტრო ე.წ. ID ბარათის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას შეისწავლის

თარიღი: 01 თებერვალი 2013

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სსიპ იუსტიციის სახლმა მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. კვლევის მიზანი ელექტრონული პირადობის მოწმობებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების  შესწავლა  იქნება.

კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდით ჩატარდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.  გამოიკითხებიან ისინი, ვისაც ID ბარათი ჯერ არ აუღიათ, ბარათის აღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, უკვე ფლობენ ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

კვლევის შედეგები იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება განსაზღვროს, ერთი მხრივ, საზოგადოების რა ნაწილისთვის არის ID ბარათი მიუღებელი და რატომ, მეორე მხრივ, კი გაარკვიოს, ისინი ვინც ფლობენ ბარათს, რამდენად ეფექტურად იყენებენ მას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იუსტიციის სამინისტრო პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს.