თეა წულუკიანი ყირგიზ კოლეგას შეხვდა

თარიღი: 06 მარტი 2017
იუსტიციის სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. თეა წულუკიანმა ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი ურან ახმეტოვი მიიღო. შეხვედრას ყირგიზეთის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აზიზ აბაკიროვი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. მინისტრი მათ სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების შესახებაც ესაუბრა. სტუმრები იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის 7 მარტს სრულდება.