საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა

თარიღი: 26 ივლისი 2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სამდივნოს ხელმღვანელს, ჰერმან ვან ჰებელს შეხვდა.  თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის (სამდივნოს)  ხელმძღვანელმა ჰერმან ვან ჰებელმა ხელი მოაწერს საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმებას.
 
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საკუთარი მანდატის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებს.
 
შეთანხმების გაფორმებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში ჰააგის სასამართლოს სრულ მხარდაჭერას, რათა განსაკუთრებით ქართველების ეთნიკური წმენდის, აგრეთვე სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეთა მიმართ აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
 
ვიზიტის ფარგლებში ჰააგის სასამართლოს რეგისტრატურის (სამდივნოს) ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
 
დელეგაციის ვიზიტი 27 ივლისს დასრულდება.