იუსტიციის მინისტრმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

თარიღი: 08 აგვისტო 2017
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თეა წულუკიანმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და მებრძოლთა საფლავები გვირგვინით შეამკო.
 
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მემორიალი 2009 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიხსნა, 31 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო საქართველოს 26 ათასი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.