ალექსანდრე ბარამიძე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თარიღი: 11 აპრილი 2018
ალექსანდრე ბარამიძე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გახსნა. „პარტნიორობა მიმოხილვისთვის“ − ამ სახელწოდებით გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე ალექსანდრე ბარამიძემ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს ის პროცესები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის, მათი აღსრულებისა და შესაბამისი ინსტიტუტების მოწყობისთვის ხორციელდება. შეხვედრას მსოფლიოს 30 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. საერთაშორისო ქსელის „პარტნიორობა მიმოხილვისთვის“ (Partners for Review) ფორუმი მეოთხედ ტარდება. ქსელის შექმნის ინიციატორი გერმანიის მთავრობაა და ის მიზნად ისახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების საკითხზე მსოფლიო პარტნიორობის ჩამოყალიბებას, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, პარტნიორობა ისწრაფვის, შექმნას საერთაშორისო პლატფორმა ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებისთვის, რათა სახელმწიფოებმა უკეთ შეძლონ ეროვნულ დონეზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულება. პარტნიორობის პირველი შეხვედრა 2016 წელს გერმანიის ქალაქ ბონში გაიმართა. მას მოჰყვა შემდეგი ორი შეხვედრა - კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში და უგანდის დედაქალაქ კამპალაში. წლევანდელ, რიგით მეოთხე შეხვედრას, გერმანიის მთავრობისა და „GIZ“-