სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 17 აპრილი 2018
იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
 
სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო  ნაწილის ცვლილებების  პროექტი ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სანიკიძემ წარუდგინა. ჯგუფის წევრებმა განიხილეს, აგრეთვე,  სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის 2018 წლის სტრატეგიისა და 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.
 
 
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური წრეები.