საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსების მიზნით

თარიღი: 24 ივლისი 2018
ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გაუადვილდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია, რაც შეამცირებს მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ბენეფიციარებთან კომპლექსურ მუშაობას მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობა პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მიერ 1 (ერთი)  გრანტი გაიცემა შემდეგი მიმართულების ფარგლებში:


 
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=274288&lang=ge