გოჩა ლორთქიფანიძე არბიტრთა ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

თარიღი: 03 ოქტომბერი 2018
რძელდება მუშაობა საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის − გოჩა ლორთქიფანიძე არბიტრთა პრივილეგიური ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე არბიტრთა პრივილეგიური ინსტიტუტის (Chartered Institute of Arbitrators - CIArb) მსოფლიო პრეზიდენტ ჯეიმს ბრიჯმანს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის. მინისტრის მოადგილემ წარმატებულ იურისტსა და საარბიტრაჟო საკითხებში ერთ-ერთ წამყვან ექსპერტ ჯეიმს ბრიჯმანს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ხედვები და უკვე განხორციელებული ცვლილებები გააცნო. „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებები არბიტრაჟის ინსტიტუტის მხარდაჭერის გაძლიერებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულების მექანიზმების შესამუშავებლად; ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო კანონის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან; აღსრულების სისტემის რეფორმა, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და რომლის თანახმადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის ნაცვლად შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა − ეს ის საკითხებია,რომელთა შესახებაც გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე ისაუბრა. ჯეიმს ბრიჯმანი თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას მართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მონაწილეობს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაში.