ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - საჯარო კონსულტაციები და კომენტარები

თარიღი: 11 ივლისი 2019
იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებასა და 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ამ ეტაპზე, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მიერ, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით, შემუშავებულია განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტები.  ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების აღნიშნულმა ვერსიებმა გაიარა ექსპერტიზა ევროკავშირის ექსპერტის მიერ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მოცემულ პროექტებში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მაქსიმალურადაა ასახული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული რეკომენდაციები და კომენტარები. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების პროექტები 8 ივლისს ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტთა გაფართოებულ სამუშაო ჯგუფს დამატებითი კომენტარებისთვის გადაეგზავნა. ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის პროექტები საჯარო კონსულტაციებისთვის განთავსდა იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე (იხ. ქვემოთ) გთხოვთ, დოკუმენტებთან დაკავშირებით თქვენი კომენტარები/რეკომენდაციები მიმდინარე წლის 22 ივლისამდე მოგვაწოდოთ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ელ. ფოსტის მისამართზე: accouncil@justice.gov.ge.

თქვენს მიერ მოწოდებული კომენტარები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ანტიკორუფციული დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავების პროცესში, და მათი ასახვა მაქსიმალურად მოხდება იმ ვერსიებში, რომელსაც უახლოეს მომავალში ანტიკორუფციული საბჭო დაამტკიცებს.

იხ. ფაილები:
განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია
2019-2020
წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა